მწერალი ლაშა ბუღაძე აცხადებს, რომ პენიტენციალურ სისტემაში წამება და არაადამიანური მოპყრობა ყოვლად დაუშვებელია
და მასზე, რაც ამ მიმართულებით ქართულ ციხეებში მოხდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
როგორც ბუღაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, საზოგადოების რეაგირება მსგავს ფაქტებზე ყოველთვის აუცილებელია.
„საზოგადოების ინტერესი და რეაგირება ყოველთვის მნივნელოვანია, მითუმეტეს მსგავს მოვლენებზე ისეთი ტიპის დახურულ სისტემაში როგორც სასჯელაღსრულებაა, სადაც ყველაზე მეტად არსებობს სადიზმის და მანიაკალიზმის გამოვლინება“ - განაცხადა ბუღაძემ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საქართველოში არჩევნებამდე საზოგადოება მშვიდად მივიდეს, რათა არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.

















