logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები „სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ
21:20 12.05.2021
პარლამენტის წევრები Covid 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას განაგრძობენ. დღეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ოცამდე წარმომადგენელი შპს. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში - „რესპუბლიკურ საავადმყოფოში" „სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნა საბოლოოდ გაიხსნას როგორც ბიზნესებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულებებისთვის და ტურიზმისთვის.

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ საკუთარი თავის ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა და ასევე, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სამოცი პროცენტი აცრილი იყო.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, პარტია „ლელოს" წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გამოხატოს ნება და მზაობა იმისთვის, რომ დაცულობის ხარისხი, რის შესაძლებლობასაც ვაქცინაცია იძლევა, გამოყენებული იყოს.

„დღეს, ვერთვებით ვაქცინაციის კამპანიაში. ვაქცინა არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და მთლიანად ქვეყანა ამ მძიმე ვირუსისგან. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთოს ვაქცინა, იყოს დაცული და მოუფრთხილდეს როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც აქვს შეხება", - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე უნდა იქნას მიტანილი.

„ყველა ჩვენგანმა, ვისაც კი შეგვიძლია, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა, თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა ვაქცინაცია და ვეცადოთ დავამსხვრიოთ ის მითები და ე.წ ფეიკ ნიუსები, რომელიც ვრცელდება ჩვენ საზოგადოებაში, მოსახლეობაში და შიშს თესავს", - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა