მიმდინარე წლის 13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის
განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება.
ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც PCR, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ უკვე მეშვიდედ ჩატარდა და ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სკოლის მიერ კოვიდინფექციის შიდა გავრცელების პრევენციისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგია.