ფილარმონიასთან დაგეგმილ აქციაზე ამ წუთებში მონაწილეები იკრიბებიან. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ უკვე რამდენიმე დღეა
უფლებადამცველებისა და ახაზრდების აქცია იმართება, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგოდ.
როგორც ჟურნალისტებს პოეტმა რატი ამაღლობელმა განუცხადა, დღეს საზოგადოება ერთსულოვანი უნდა იყოს.
მისი თქმით, არჩევნებამდე საზოგადეობა სიმშვიდით, თუმცა, პროტესტის გრძნობით უნდა მივიდეს.
ამასთან, ფილარმონიის მიმართულებით უკვე დაიძვრნენ ე.წ მოდულის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები. მცირე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს თბილისის იუსტიციის სახლთანაც, სადაც 6-მა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო.
ამასთან, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია თავის მეგობართან ერთად დააკავა. დაკავების მიზეზებზე შსს რამდენიმე წუთში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

















