ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე გავრცელებულ ხმებს იმასთან
დაკავშირებით, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია ადგილობრივი თვითმმართვველობის არჩევნებზე დედაქალაქის მერობის კანდიდატად მისი ან მისი ტყუპისცალის, აჩი არველაძის დაყენებას აპირებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
შოთა არველაძის იუმორნარევ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა ავტომანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას. არადა თეთრი ფერი მომწონს, მართლა მომწონს.
მეც და ჩემს ძმებსაც გვაქვს საქმე, რომელსაც ათწლეულებია ვემსახურებით და ასე ვაპირებთ მომავალშიც. თანაც, პირდაპირ მერის თანამდებობაზე ფიქრი არ იქნებოდა სწორი, ჯერ გამგეობაში და საკრებულოში მუშაობის გამოცდილება გვჭირდება.
P.S იქნებ კიჭა მაინც დავითანხმოთ" - წერს შოთა არველაძე სიციალურ ქსელში.