ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ბუბა გობეჯიშვილმა, მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროს პაპაუნა მუშკუდიანთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს ქალაქ ბოლნისში მდებარე შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანს მერიამ პირად ანგარიშზე ფულადი დახმარება ჩაურიცხა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.