აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მეორე
მსოფლიო ომის ვეტერან, 99 წლის შოთა გვილავას ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. შოთა გვილავა 57 წლის განმავლობაში აფხაზეთის განათლების სისტემაში მუშაობდა.
ომის ვეტერანთან, ასევე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე იმყოფებოდნენ.