მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ქალი
მსჯავრდებულებისთვის ახალი პროექტი დაიწყო - ქალი მსჯავრდებულები ყვავილების სათბურში დასაქმდნენ.
#5 პენიტენციური დაწესებულების ეზოში არსებულ სათბურში 7 სახეობის ყვავილი უკვე დაითესა. ყვავილების სათბურში ქალმა მსჯავრდებულებმა ბალბა, დანდური, წითელი მზესუმზირა, თურქული მიხაკი, დელფინიუმი, ასტრა და დეკორატიული ბალახოვანი მცენარეები დათესეს. ყვავილების რეალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება და გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.
მსჯავრდებულებს პროდუქტის რეალიზაციაში დახმარებას მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უწევს.
მსგავსი ტიპის პროექტში მონაწილეობა მსჯავრდებულებისთვის საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და რეაბილიტაცია - რესოციალიზაციისათვის.