Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების
ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 541 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 212 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 329 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 319 266-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა - 141, იმერეთი - 115, ქვემო ქართლი - 77, შიდა ქართლი - 43, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 117, კახეთი - 52, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 504, აჭარაში - 521, იმერეთში - 428.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში - 481, აჭარაში - 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 10, იმერეთში - 12.
759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 - თბილისში, 331 - აჭარაში.
11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 612 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 553 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 27 134 პირი, აჭარაში - 2 283, იმერეთში - 1 127.