აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადდა
ელექტრონული ტენდერი სსიპ ქალაქ ბათუმის №15 საჯარო სკოლის არსებული შენობის სრული რეაბილიტაციისა და დამატებითი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 2 986 577 ლარს.
განხორციელდება არსებული შენობის სრული რეაბილიტაცია.
აშენდება სამ სართულიანი ახალი შენობა.
სკოლას დაემატება 12 საკლასო ოთახი.
ახლი კორპუსში ისწავლის 700-ზე მეტი მოსწავლე ორ ცვლაში.
მოეწყობა თანამედროვე სპორტული და სააქტო დარბაზები.
შენობა იქნება ადაპტირებული.
მოეწყობა ლიფტი და პანდუსი.
ეზო კეთილმოეწყობა სრულად.