კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ზემო
რენეში, ადგილობრივი მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძეს ავტობანთან დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის საფარის მეორე პრი დაიგო.
ავტობანიდან სოფელში მისასვლელი გზა წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირდა.
გზაზე მოეწყო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ასფალტირებული გზით მოსახლეობა კმაყოფილია და მადლობას უხდიან დამფინანსებელს, მშენებელს და კასპის მერიას.
"საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტია მუნიციპალიტეტისთვის. სოფლის განვითარებისათვის კი გზა აუცილებელია, ამიტომ დაგეგმილი გვაქვს ყველა სოფლის მისასვლელი გზის კეთილმოწყობა. ამჟამად მუნიციპალიტეტში სოფლების მისასვლელი გზების 85%-ია ასფალტირებული და გავაგრძელებთ დასრულებამდე" - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.