გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“
რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
ამჯერად ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდა.
სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა.
აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.