ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამას "საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება" ეწოდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სტეფან ჰაიკინი, "საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" ხელმძღვანელი - ფრონ ნაზი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მიიღებენ.
ღონისძიების ფარგლებში, პროგრამის პირველი წლის სტუდენტებთან
და ლექტორებთან შეხვედრები გაიმართება, რომელზეც პროგრამის მიზნებსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხალავენ.

















