ვულოცავ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილეს,- ამის
შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით,ქალბატონი ნონას განსაკუთრებულმა ნიჭმა და თავდაუზოგავმა შრომამ ჩვენს ქვეყანას მრავალი წარმატება მოუტანა, მისი სახელი მხოლოდ გამარჯვებასთან არის დაკავშირებული და ეროვნული სიამაყის გრძნობით ავსებს ყველა ქართველს.
"მსოფლიოს უდიდესი მოჭადრაკისა და საქართველოს ნამდვილი პატრიოტის ღვაწლი ჩვენი საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით არის დაფასებული.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და გამარჯვებებს", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.