საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
მთავრობის მეთაური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან და თბილისის მერ კახი კალაძესთან ერთად საპატრიარქოში იმყოფებოდა.