იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა პირობითი მსჯავრდებულებისთვის
მოწყობილი ხის სათამაშოების სახელოსნო დაათვალიერა და სწავლების პროცესს გაეცნო.
სახელოსნოში პირობითი მსჯავრდებულები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამოშებს დაამზადებენ, ამ პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა, კი მათ ხელფასის სახით ჩაერიცხებათ.
პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა, მსჯავრდებულებს პროფესიული უნარების განვითარებაში და სამომავლოდ, დასაქმებაში დაეხმარება.