"ნებისმიერმა ჩვენგანმა უნდ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს შესაძლებლობა რაც შეიძლება მალე
დადგეს" - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მაისში შეზღუდვების შესაძლო მოხსნასთან დაკავშრებით, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია იმ რეგულაციების შესრულება, რაც განაპირობებს გავრცელების შემცირებას და სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ის იძულებითი ღონისძიებები, რაც შემოღებულია, შეამციროს.
„არავის თვითმიზანი ცხადია, არ არის რეგულაციების და შეზღუდვების არსებობა", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.