ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბატაძე ,,ასტრა ზენეკას" ვაქცინით დღეს აიცრა.
'მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს ჩაიტაროს ვაქცინაცია, რათა თავიდან ავიცილოთ კოვიდით გამოწვეული ის მძიმე შედეგები, რაც დღეს არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიოს წინაშე უდიდეს პრობლემადაა ქცეული"- განაცხადა ბესიკ ტაბიძემ.