საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში
„საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" მონაწილეობისათვის 82 სკოლის მოსწავლე დარეგისტრირდა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და „რა?სად?როდის?" ინტელექტუალური თამაშის ფორმატით ტარდებოდა. მსოფლიო პანდემიის გამო, წელს კონკურსი განსხვავებული ფორმატით - ესეების კონკურსის სახით ტარდება.
პროექტის მოსამზადებელი ეტაპი 2021 წლის თებერვალში დაიწყო, ღონისძიების დასკვნითი ეტაპი კი 2021 წლის მაისში გაიმართება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა პირველი რესპუბლიკის თემაზე ესეები მოამზადეს და საკონკურსო კომისიას ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს. ფინალურ ეტაპში მონაწილეობისთვის საკონკურსო კომისია 40 საუკეთესო ნაშრომის ავტორს შეარჩევს. ფინალისტებისთვის დასკვნითი კონკურსი zoom-ის პლატფორმაზე 2021 წლის მაისში გაიმართება. კონკურსანტებმა ესე კონკრეტულ თემაზე ონლაინრეჟიმში უნდა დაწერონ. თემის შინაარსზე ინფორმაციას ისინი კონკურსის დღეს, ონლაინ რეჟიმში მიიღებენ.
საკონკურსო კომისია საბოლოოდ 10 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს.
პროექტის განხორციელებაში საქართველოს ეროვნულ არქივს მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.