ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლე
ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები დაურიგა. სასურსათო პაკეტი პროგრამაში ჩართულმა 29 ბენეფიციარმა მიიღო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე მეორე წელია ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი ხორციელდება. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები კვირაში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორჯერ იღებენ საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების სერვისს.
პროგრამა პროდუქტებით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში ხანდაზმულებს თვეში ერთხელ საჭირო საკვები პროდუქტები მიწოდებათ.
აღდგომის დღესასწაულთან დააკავშირებით, სასურსათო პაკეტები ტყიბულის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს 110-მა ბენეფიციარმაც მიიღო.