ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ზედამხედველობის სამსახურის
ხელმძღვანელთან გივი ბენდიანიშვილთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კომანდლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სოფლის გზების მდგომარეობას.
ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა სოფლის გზებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, უმოკლეს ვადაში ეტაპობრივად დაიწყება ზამთრის სეზონზე დაზიანებული გების დაპროფილება და დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები.