კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე სოფელ თელიანის და მეტეხის იძულებით
გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებს ეწვია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სასურსათო ნობათის გაცემის მიმდინარეობას ვახტანგ მაისურაძე ადგილზე გაეცნო და დამდეგი დღესასწაული მიულოცა:
„ჩვენ ყველა ვალდებული ვართ ვიყოთ თითოეული ოჯახის თანამდგომი და დახმარება გაგიწიოთ შესაძლებლობის ფარგლებში“.
კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებული 361 ოჯახისათვის აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო ნობათი მოამზადა.