ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად,
მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
თათბირს ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადების შესახებ, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლის შეზღუდვასთან და სასაფლაოებთან მისასვლელი გზების ჩაიკეტვასთან დაკავშირებით. ასევე ონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა კატეგორიის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის დროულად სააღდგომო საჩუქრების გადაცემის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.