ონის გიგა ჯაფარიძის სახელიბის კულტურის სახლში, ქალაქ ონის მოსახლეობასა და "შ.პ.ს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენელს მამუკა ქვათაძეს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქ ონის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მამუკა ქვათაძემ მოსახლეობის მიერ დასმულ ყველა კითხვას გასცა პასუხი და ისაუბრა პროექტზე, რომელიც ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემას მოაგვარებს.
შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ "შ.პ.ს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წარმომადგენელი მამუკა ქვათაძე მომავალში ისევ შეხვდება ონელ მოსახლეობას, რომ სამომავლოდ ერთობლივად გადაიჭრას აღნიშნული პრობლემა ქალაქში.