თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, საბავშვო
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესა და ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
გამწვანების აქცია ისნის რაიონში მდებარე N 182 და N 121 ბაგა-ბაღების ტერიტორიაზე მოეწყო.
,,ჩვენი მიზანი ქალაქის ეტაპობრივი გამწვანება, ეკოსისტემის დაცვა და გაუმჯობესებაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობას უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ. დღევანდელი აქციის მიზანი სწორედ ეს არის - მეტი სუფთა ჰაერი ქალაქს"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.