საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მწუხარებას გამოთქვამს
დიდი ქართველი მსახიობის, კახი კავსაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს საზოგადოებას, ბატონი კახის ოჯახსა და ახლობლებს:
„ბატონი კახი კავსაძის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისია. უნიკალური ოსტატობითა და ღირსებით გამორჩეული ქართული კინოსა და თეატრის უდიდესი მსახიობი ყველა თაობის მაყურებელს ერთნაირი გულწრფელობით უყვარდა. მან თავისი მოღვაწეობით, მართლაც რომ, მთელი ეპოქა შექმნა. სრულიად დამსახურებულად ბატონი კახი არაერთი პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელი გახდა.
მისი სახელი არასოდეს მიეცემა დავიწყებას. გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ბატონი კახის ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს".