ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ. N3-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია
დაიწყო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფინანსური უზრუნველყოფით ქ.ბათუმში, აბაშიძის ქ.N28-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია შიდა ეზოში შუშაბანდების აღდგენა, შეკეთდება ხის შემინული გალერეა-აივნების სისტემა, მოწესრიგდება ეზოს სადარბაზო, შეიცვლება ამორტიზირებული ეზოს კიბე და მოხდება შენობის სახურავის სრული გამოცვლა.
აღნიშნული შენობა XIX ს-ის ბოლოსაა აგებული და ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მიმზიდველი და საინტერესო ნიმუშია. შენობა გამორჩეულია სადარბაზოს მოხატულობით, დეკორის შესრულებით და შენარჩუნებული ავთენტურობით.