logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანდრის დომბროვსკისი: კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი სისტემა ევროკავშირის სისტემასთან შესაბამისობაშია
ანდრის დომბროვსკისი: კომუნიკაციების კომისიის მარეგულირებელი სისტემა ევროკავშირის სისტემასთან შესაბამისობაშია
12:17 26.04.2021
„საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის მარეგულირებელ ჩარჩოსთან და პრაქტიკასთან. საქართველო ჩვენთვის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების მაგალითია, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობა და ძალიან მაღალი ხარისხის უფლება-მოვალეობები განსაზღვრულია კონსტიტუციით, სადაც გარანტირებულია გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება“ - ასეთი შეფასება კომუნიკაციების კომისიასთან დაკავშირებით EU4Digital პროგრამის ტელეკომის წესების მიმართულების ლიდერმა, ანდრის დომბროვსკისმა გააკეთა.

აღნიშნული შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) დამოუკიდებელი მარეგულირებლებისა და ფართოზოლოვანი მომსახურების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაკეთდა.

მაღალი დონის სამუშაო შეხვედრაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის - დამოუკიდებელი მარეგულირებლების როლი ციფრულ ეპოქაში, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კონკურენციისა და ინვესტიციების წახალისება.

EU4Digital პროგრამისა და EaPeReg დამოუკიდებელი მარეგულირებლებისა და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარების სამუშაო ჯგუფის მჭიდრო თანამშრომლობით 2019-2020 წელს, ევროკავშირის სატელეკომუნიკაციო პაკეტზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის შეფასების მეთოდოლოგია. აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში განხორციელდა ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ჩარჩოსა და მარეგულირებელი ორგანოს შეფასება, რაც მოიცავდა ისეთი საკითხების ანალიზს როგორიცაა მარეგულირებელი კომისიების მოწყობა და მართვა, მარეგულირებელი ორგანოს წევრების დანიშვნის წესი, ბიუჯეტის ფორმირება, საჯარო კონსულტაციებსა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, მარეგულირებლების უფლებამოსილებები და მოვალეობები, ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული საკითხები, ამოწურვადი რესურსების მართვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები, მომხმარებელთა უფლებების დაცვა და უნივერსალური სერვისები. ეს ის პარამეტრებია, რაშიც საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით მოწინავე პოზიცია უკავია და ამასთან საქართველოს მარეგულირებელი სისტემა შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

სამუშაო შეხვედრაში, ევროკომისიის, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU), ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანების (BEREC), მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოებისა და ტელეკომუნიკაციების დარგში პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ფართოზოლოვანი კავშირის (ე.წ. broadband connectivity) გაზომვის ერთიანი მეთოდოლოგია შემუშავდება, რომლის ფარგლებშიც გაიზომება ფართოზოლოვანი კავშირის ისეთი ძირითადი პარამეტრები, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, ხარისხი და პენეტრაცია.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებზე მსჯელობისას, შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერმა, ხუან ნავას საბატერმა, წარადგინა, რომელმაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით წარმატებულ პრაქტიკაზე საუბრისას საქართველოს მაგალითი მოიყვანა, მან აღნიშნა, რომ პროექტი „Log in Georgia”, რომელიც საქართველოს სრულ ინტერნეტიზაციას ისახავს მიზნად, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი და მოდელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა