სამღვდელოების რამდენიმე წარმომადგენელი დღეს გლდანის მე-8 საპყრობილეში განთავსებულ პატიმრებს მოინახულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოში განუცხადეს, სამღვდელოების წარმომადგენლები საპატიმროში დაახლოებით, 11:00-დან 12:00 საათამდე მივლენ, სადაც პატიმრების მონახულებასთნ ერთად, ციხის ტერიტორიაზე შეკრებილ მოქალაქეებსაც გაესაუბრებიან.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატიმროში სამღვდელოება რეგულარულად დადის.
გლდანის მე-8 დაწესებულებაში გუშინ სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი გიორგი ტუღუში ჟურნალისტებთან ერთად შევიდა და იქ განთავსებულ პატიმრებს შეხვდა.
მე-8 საპყრობილესთან პატიმართა ახლობლები უკვე რამდენიმე დღეა რჩებიან.

















