logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ზუგდიდი ჯვარის უბანზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
ზუგდიდი ჯვარის უბანზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს
09:41 24.04.2021
ზუგდიდი ჯვარის უბანზე ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს რკინიგზის თბილისი-სოხუმის მთავარი მიმართულების 2193 კილომეტრში, სადგურ ინგირიდან ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდი ჯვარის განშტოებაზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით აშენდა სარკინიგზო ხაზი.

ზუგდიდი ჯვარის უბანზე მოქმედი სარკინიგზო ხაზით, სატვირთო ვაგონები სამშენებლო მასალებს კაშხლის მშენებლობას აწოდებდნენ. ენგურის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზუგდიდი-ჯვარი/ჯვარი ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო და სატვირთო მატარებლები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონებს ემსახურებოდნენ.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, სარკინიგზო ტვირთების არარსებობის გამო უბანი დარჩა უფუნქციო, 1996 წელს კი ეს ხაზი სამგზავრო და სატვირთო მატარებლებისთვის დაიკეტა.

აღნიშნული სარკინიგზო ხაზი წლების განმავლობაში იძარცვებოდა უცხო პირების მიერ. კერძოდ, ხდებოდა საკონტაქტო ხაზებისა და ლიანდაგის ზედნაშენი მასალების დატაცება – ქურდობის ფაქტები.

2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდი ჯვარის მონაკვეთზე რკინიგზის ლიანდაგის გარკვეული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საკონტაქტო ქსელის გარეშე, თუმცა უფუნქციობის გამო აღნიშნულ უბანზე კვლავ დაიწყო ლიანდაგის ზედნაშენი ელემენტების ქურდობა-დატაცება, რითაც სს „საქართველოს რკინიგზას“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართვების საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებში აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე.

ზემოაღნიშნულის გამო, ,,საქართველოს რკინიგზამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე თავდაცვის სამინისტროებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ზუგდიდი – ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება. აქვე საგულისხმოა, რომ მე-11 კილომეტრამდე სარკინიგზო ხაზი მოქმედია, რადგან წისქვილ კომბინატისთვის დღესაც გრძელდება ვაგონებით ტვირთების მიწოდება.

უფუნქციოდ დარჩენილი, ზუგდიდი ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთზე ტექნიკური მდგომარეობისა და მორალური ცვეთის გამო, შეუძლებელი და არარენტაბელური იყო აქტივების აღდგენა, რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ძველ რ-43 და რ-50 ტიპის უვარგის ზედნაშენ მასალებს (რომელთა შესყიდვას „საქართველოს რკინიგზა“ აღარ აწარმოებს). ეს მასალები ვეღარ პასუხობდნენ დღეს მოძრავი მატარებლების სიჩქარეს და ტვირთების გადაზიდვისათვის ღერძზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს.

გასათვალისწინებელია, რომ დემონტაჟის მიმდინარეობისას განხორციელდა ამოღებული მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ ძველვარგისი“ მასალები (რკინა/ბეტონის შპალი, რელსი, ქვედი, ჩასადები და საკლემე ჭანჭიკები) გადაცემული იქნა სალიანდაგო სამმართველოებში შემდგომი გამოყენების მიზნით. დარჩენილი ზედნაშენი მასალები დეფექტების, ცვეთების და კოროზიების გამო აღრიცხულ იქნა, როგორც „ ჯართი“ და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზის“ სათავო ოფისს.

ზუგდიდი-ჯვარის 11-35კმ მონაკვეთზე, რკინიგზის ძალებით, დემონტაჟი ჩაუტარდა მხოლოდ ამორტიზირებულ/უფუნქციო ლიანდაგს, ხოლო მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები დარჩა რკინიგზის ბალანსზე, რომლებზეც განხორციელდება შესაბამისი მოვლა-შენახვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში ზემოხსენებულ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა