საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, CISU-სა და დანიის ახალგაზრდული წითელი
ჯვრის მხარდაჭერით, 2019 წლიდან ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურება და სოციალური ინტეგრაციის გაძლიერება”.
პროექტის ფარგლებში თბილისში, სასტუმრო ,,შერატონ გრანდ მეტეხი პალასში" სამუშო შეხვედრა მოეწყო, სადაც განხორციელებული საქმიანობების მიმოხილვა და გზამკვლევის „როგორ შევქმნათ ახალგაზრდული საბჭო“ პრეზენტაცია გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.
პროექტი ბოლნისში, დმანისში, მარნეულსა და საგარეჯოში თემის ყოველდღიურ ცხოვრებაში ახალგაზრდების გააქტიურებასა და უშაულოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრფობის სააგენტოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და შეიქმნა გზამკვლევი.