წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა.
სასკოლო, მხატვრული და ილუსტრირებული გამოცემები მინისტრისგან საჩუქრად მიიღეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებმა, ასევე მოზარდებმა, რომლებიც იაშვილის კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ და არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში საქართველოს მასშტაბით.
საგულისხმოა, რომ დღეს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეა, რაც საქართველოში თითქმის 20 წელია განსაკუთრებულად აღინიშნება. ამავდროულად, ეს დღე საქართველოში წიგნის ჩუქების დღედაც დაწესდა, რაც წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციის საუკეთესო ინიციატივაა.
მიხეილ ჩხენკელი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში #აჩუქეწიგნი და წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს ბავშვებს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთა იმისათვის, რომაიმაღლონმოტივაცია და ჩამოუყალიბდეთ ლიტერატურული გემოვნება.