logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა
Volvo Cars-მა კიდევ ერთი ამბიციური კლიმატური გეგმა წარადგინა
11:44 23.04.2021
ვოლვო ქარს მიზნად ისახავს, 2025 წლიდან ყოველწლიურად დაზოგოს 1 მილიარდი შვედური კრონი და 2,5 მილიონი ტონით შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი ცირკულარული ბიზნესის პრინციპების გამოყენებით.

კომპანიის გრძელვადიანი მიზნის მხარდასაჭერად, ვოლვო ქარს შექმნის მასალების „ჩაკეტილ წრეს” მძიმე გამონაბოლქვის მქონე მასალებისთვის, როგორიცაა ფოლადი და ალუმინი, აგრეთვე ნაწილების გადამუშავების, შეკეთების, ხელახალი გამოყენებისა და განახლებისათვის.

„ავტომობილების ინდუსტრიაში ვოლვო ქარს-ს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური კლიმატური გეგმა გააჩნია და თუ ჩვენი მიზნების მიღწევა გვსურს, უნდა მივყვეთ ცირკულარულ ეკონომიკას”, - თქვა ანდერს კერბერგმა, ვოლვო ქარს-ის გლობალური მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა. „ეს მოითხოვს, რომ გადავხედოთ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ და იმას, თუ როგორ ვაკეთებთ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მდგრადობის ინტეგრირებაზე ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია და ვმუშაობთ როგორც კომპანია, და ვცდილობთ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი გავხადოთ, როგორი მნიშვნელოვანიც ჩვენთვის მუდამ იყო უსაფრთხოება“.

იმისათვის, რომ 2040 წლისთვის გახდეს ცირკულარული ბიზნესი, ვოლვო ქარს დარწმუნებულია, რომ მისი ავტომობილების თითოეული ნაწილი უნდა იყოს შემუშავებული, განვითარებული და წარმოებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი როგორც გამოყენება, ასევე ხელახალი გამოყენება როგორც კომპანიის, ისე მისი მომწოდებლების მიერ.

უკვე ახლა, ვოლვო ქარს გადაამუშავებს ისეთ ნაწილებს, როგორიცაა გადაცემათა კოლოფები და ძრავები, რათა უკეთ გამოიყენოს მასალა და შეამციროს გამონაბოლქვი. 2020 წელს გადამუშავებული იქნა დაახლოებით 40,000 ნაწილი, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 3,000 ტონა CO2– ის გამყოფას. 2025 წლისთვის ვოლვო ქარს მიზნად ისახავს თავისი გადამამუშავებელი საქმიანობების გაორმაგებას. ღირებული მასალების მიმოქცევაში შენარჩუნების უზრუნველსაყოფად კომპანიამ გასულ წელს თავისი პროდუქციის ნარჩენების 95 პროცენტი გადაამუშავა. ეს მოიცავდა 176,000 ტონა ფოლადს, რამაც ხელი შეუშალა თითქმის 640,000 ტონა CO2–ის წარმოქმნას.

ახალი ბიზნეს-მოდელები, როგორიცაა ელექტრო ავტომობილის აკუმულატორებისთვის მეორე სიცოცხლის მინიჭება, მნიშვნელოვანია ცირკულარული ბიზნესის გადმოსახედიდან. ავტომობილების გარეთ ენერგოაკუმულირების პროგრამებში ბატარეების გამოყენებით შესაძლებელია ახალი შემოსავლის ნაკადების და ხარჯების დაზოგვის რეალიზება, და ასევე აკუმულატორების ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივება.

ამ და სხვა პროექტების საშუალებით, ვოლვო ქარს იკვლევს, თუ როგორ ძველდება აკუმულატორები, როდესაც ხელახლა გამოიყენება მეორე სიცოცხლის პროგრამებში, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვნად ნაკლებად აგრესიული ციკლურობა, ვიდრე ავტომობილში გამოყენებისას. ისინი ასევე საშუალებას აძლევენ კომპანიას, მეტი ცოდნა მიიღონ აკუმულატორების კომერციული ღირებულების შესახებ, რაც მას გააჩნია ავტომობილში გამოყენების შემდეგ და განსაზღვრონ პოტენციური სამომავლო შემოსავლების ნაკადები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა