logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ნინო თანდილაშვილი: უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა
ნინო თანდილაშვილი: უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა
11:19 23.04.2021
სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა მიიღეს.

მინისტრის მოადგილემ, მისასალემებელ სიტყვაში, მადლობა გადაუხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სატყეო სეტორში თანამედროვე ტქნოლოგიის დანერგვაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

„უკანასკნელ წლებში სამინისტრომ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. 2013 წელს, დამტკიცდა ეროვნული სატყეო კონცეფცია, რის საფუძველზეც, შემუშავდა „ტყის ახალი კოდექსი’’, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის მაისში დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიღებით, სატყეო სექტორი გადადის გარდამავალ ეტაპზე.

რეგულაციების ეფექტიანად შესრულებისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტყესთან დაკავშირებული ზუსტი ინფორმაციის არსებობა და აღნიშნული მონაცემების ერთიან სისტემაში განთავსება. 2016 წლიდან, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე. თითქმის დასრულდა მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის (FIMS) პირველ კომპონენტზე „ტყის მართვის გეგმის ინვენტარიზაციის“ პროგრამაზე. ჩვენთვის მნიშნელოვანია სატყეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება. ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ესტონური მოდელი თანხვედრაში უნდა იყოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემასთან (FIMS), რაც ხელს შეუწყობს ხე-ტყის მოძრაობის და მოცულობის ანგარიშგების გაუმჯობესებას და დაეხმარება ტყის მართვისა და ზედამხედველობის ორგანოებს ტყითსარგებლობასა და ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი „მდგრადი სატყეო საქმიანობის გაძლიერება Timbeter-ის ინოვაციური ხე-ტყის საზომი ტექნოლოგიის განხორციელება“ მიმდინარეობს. „Timbeter” წარმოადგენს ხე-ტყის გაზომვის ციფრულ გადაწყვეტას, რომელიც იყენებს ავტომატური პროგრამული ალგორითმების სწავლის ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს მორის ზუსტი ზომების დასადგენად. ასევე, იძლევა ანგარიშგების გამარტივებულ საშუალებას. „Timbeter”-ის მიზანი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების აღმოფხვრა და მერქნის მიწოდების გაუმჯობესებაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა