დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის
ინიციატივით დაორგანიზებით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დასუფთავების აქცია მოეწყო.
დასუფთავდა ქალაქ ონის შემოსასვლელი გზა (გადმოსახედი), მდინარე ჭალულას მიმდებარე ტერიტორია და ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩა.
მსგავსი ღონისძიებები ონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე მომავალშიც გაგრძელდება.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში.