ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
„მთავარი არხი“-ს ინფორმაციით, 58 წლის მამაკაცს დენმა მაშინ დაარტყა, როდესაც უამინდობის დროს დაზიანებული ელექტროგამტარი კაბელების შეკეთებას ცდილობდა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი დაუდევრობა გახდა.
ცხედარი გურჯაანში ექპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება.