logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს სკოლები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებთან ბრძოლაში ჩაერთვებიან
საქართველოს სკოლები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებთან ბრძოლაში ჩაერთვებიან
10:57 22.04.2021
გაეროს განვითარების პროგრამა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან სკოლების დაცვას ხელს უწყობენ.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულები გამოავლინა.

საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის ორმოცზე მეტმა საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“, რომლის მიზანია სკოლების შენობების ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ.

კონკურსში, რომლის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჩაერთნენ გორის, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, სენაკისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლები.

ხუთმა საუკეთესო სასკოლო პროექტმა მიიღო მცირე, მაგრამ არსებითი დაფინანსება კლიმატური პროექტების განხორციელებისათვის:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლა მოაწყობს ამინდის ლაბორატორიას, რომელიც სკოლის მოსწავლეთა პრაქტიკულ სწავლებას უზრუნველყოფს, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას ამინდის პროგნოზს მიაწვდის.

2.ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას სკოლა გაამაგრებს მდინარე ჩაქვისწყლის ნაპირს და გააშენებს ქარსაცავ ზოლს, რომელიც სკოლის შენობას მეწყერისა და წყალდიდობისგან დაიცავს.

3.თელავის მე-7 საჯარო სკოლა დაამონტაჟებს ქარსაცავ სარტყელს სკოლის სახურავზე და ჩაატარებს ფოტოებისა და ბლოგების კონკურსს მოსწავლეთათვის.

4.ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლა მოაწყობს სანიაღვრე არხებს სკოლასთან მისასვლელ გზაზე, დაასუფთავებს მდინარე ბერხევას კალაპოტს და ჩაატარებს საინფორმაციო კვირეულს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

5.გორის მე-12 საჯარო სკოლა გაამწვანებს სკოლის ტერიტორიას და მოაწყობს მოსწავლეთა კონფერენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. „გარემოსდაცვითი განათლება იწყება სკოლაში, სადაც ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებს სწავლობენ და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრების სტილის უპირატესობებს ეცნობიან.
საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვით განათლებას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების ეროვნული ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

„საქართველომ კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე არაერთხელ იწვნია, თუმცა ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ამ პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ. ჩვენი მხარდაჭერის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ჩაერთვება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობაში“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ კარგად აცნობიერებს კლიმატის ცვლილების საფრთხეს. UNDP-სა და ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარებული უახლესი გამოკითხვის თანახმად, კლიმატის ცვლილება კაცობრიობის წინაშე არსებული საფრთხეების სამეულში სახელდება, სიღარიბისა და ინფექციური დაავადებების შემდეგ. გამოკითხულთა თითქმის 94 პროცენტი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ შორეულ ქვეყნებზე, არამედ საქართველოზეც. ამის მიუხედავად, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა შეცვალოს ყოველდღიური ქცევა და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეს.

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში, შესაბამისი პოლიტიკის მიღებასა და გატარებაში და მოსახლეობის დაცვაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. სხვა ინიციატივებთან ერთად, UNDP-ის ხელშეწყობა ეყრდნობა 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც ხორციელდება UNDP-სა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. შვიდწლიანი ინიციატივის მიზანია წყალდიდობებისა და სხვა კატასტროფების რისკის შემცირება 11 მდინარის აუზებში, 1.7 მილიონი ადამიანის დაცვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მომავლის მშენებლობა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა