აბიტურიენტებთან ონლაინ ფორმატში შეხედრა დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსუდან ტყემალაძემ გამართეს. შეხვედრა Microsoft Teams-ის პროგრამით ჩატარდა. რუსუდან ტყემალაძემ აბიტურიენტების კითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხო უცხოური ენის ტესტის ფორმატსა და რეკომენდაციებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ღია კარის დღეების ჩატარება ნოემბრიდან დაიწყო. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომდგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ. ისინი დეტალური ინფორმაციას აწვდიდნენ აბიტურიენტებს 2021 წლის გამოცდების შესახებ.
ამჯერად საინფორმაციო შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება და თითოეული შეხვედრა კონკრეტულ საგანს დაეთმობა. გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მეტი ინფორმირებულობის მიზნით ,,ტელესკოლასთან“ ერთად მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლები - ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დეტალურად საუბრობენ კონკრეტული გამოცდის შესახებ და აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ტესტის შინაარსობრივი ნაწილის, ასევე საგამოცდო პროცესის შესახებ.
ონლაინშეხვედრები ყოველ ოთხშაბათს გაიმართება; ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.