საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ თანახმად,
მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ბრძანების თანახმად, მობილობა დაუშვებელია პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, მოსწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს, სკოლაში არსებული ადგილების რაოდენობის ფარგლებში.

















