logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო
კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი რეგულაციები მიიღო
23:14 20.04.2021
კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით მიღებული ახალი რეგლამენტი ყველა აბონენტს მისცემს საშუალებას, რომ ხარისხიანი და უსაფრთხო საკომუნიკაციო მომსახურეობა ჰქონდეს. ახალი რეგლამენტით მომხმარებელს ენიჭება არჩევანის სრული თავისუფლება თავად გადაწყვიტოს ვისგან შეიძინოს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა მისთვის ხელსაყრელი საფასურით და პირობებით, რაზეც კომპანია უარს ვერ განაცხადებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია მოწყობილობის ქსელში ჩართვა.

ახალი რეგლამენტის მიხედვით, დეტალურად განისაზღვრა თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომპანიამ აბონენტს მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით, რათა მომხმარებლებმა ზუსტად იცოდნენ რისთვის ერიცხებათ საფასური. კომპანიებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება მომსახურების პირობის ცვლილების შესახებ მომხმარებელს 10 სამუშაო დღის ნაცვლად, ერთი თვით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია, რის შედეგადაც აბონენტს ექნება საკმარისი დრო, თუ შეცვლილი პირობები არ იქნება მისთვის მისაღები, შეცვალოს პროვაიდერი.

ახალი რეგლამენტით განისაზღვრა მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პერიოდში გახდა. ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა ვალდებულება, კომისიის მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საქართველოში განთავსებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველ ვებ-გვერდებზე ხელმისაწვდომობა საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინაც კი როცა მათ ინტერნეტ სერვისი გამორთული აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა კომპანიასთან სააბონენტო ხელშეკრულება ოფისში მისვლის გარეშე გააფორმოს, რაც აბონენტს დამატებით კომფორტს შეუქმნის.

ახალი რეგულაციებით მომხმარებელს ასევე ენიჭება უფლება, რომ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის მიუხედავად მისთვის სასურველ დროს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, მაგალითად მაშინ თუ მომსახურეობით უკმაყოფილოა. ამ მიზნით, ვადიანი ხელშეკრულებებისთვის განისაზღვრება მოქმედების მაქსიმალური ვადა. ასევე, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ვალდებულება მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა მასთან დადოს სააბონენტო ხელშეკრულება 12 თვის ვადით.

რაც შეეხება პირველად ჩართვას, ცვლილებების მიხედვით კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიმართვიდან ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში 20 სამუშაო დღის ვადაში ან მომხმარებელთან შეთანხმებულ ვადაში ჩართოს ქსელში აბონენტი, ხოლო თუ კომპანიას არ შეუძლია ახალი აბონენტის აყვანა და ტექნიკურად ამისი რესურსი არ აქვს 10 სამუშაო დღეში უნდა აცნობოს ამის შესახებ მსურველს.

კიდევ ერთი პრობლემური საკითხი რომელსაც ახალი რეგლამენტი გადაჭრის მომხმარებლების თანხმობის გარეშე დამატებითი სერვისების გააქტიურებას ეხება. ბოლო პერიოდში აღნიშნული სერვისების თანხმობის გარეშე გააქტიურებას აბონენტების სერიოზული პროტესტი მოჰყვა, ცვლილებების შედეგად ვერცერთი კომპანია აბონენტს ახალ ფასიან პაკეტს მისი მიმართვის გარეშე ვერ გაუაქტიურებს.

ახალი რეგულაციით დადგინდა კომპანიის მიერ საჩივრის განხილვის გამჭვირვალე პროცედურები და საჩივრების აღრიცხვის წესი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე.

ცვლილებების მიხედვით კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მომსახურების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა მოკლე ტექსტური შეტყობინება, USSD, ვებ-გვერდზე მომსახურების პირობების ამსახველი ტექსტი, ონლაინ დახმარება, ცხელი ხაზი ან მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული სხვა საშუალება.

ახალი რეგულაციის შესაბამისად, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს როუმინგული მომსახურების მიღების მსურველი პირისთვის უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე ფინანსური ლიმიტების შესახებ ინფორმირება. ცვლილების შესაბამისად, მომხმარებელთან შეთანხმებით დადგინდება სავალდებულო ფინანსური ლიმიტი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში მომსახურების მიწოდება შეწყდება და მომხმარებელს დამატებით დავალიანება არ დაერიცხება. შესაბამისად, მომხმარებელს ექნება მექანიზმი აკონტროლოს და თავიდან აიცილოს დამატებითი მომსახურების ხარჯი. მომხმარებელს ხარჯის კონტროლის მექანიზმი ექნება ასევე მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიღებისას, იმ შემთხვევაში თუ აბონენტს მომსახურების ლიმიტი, ბალანსი ან ვადა ეწურება, კომპანია ვალდებულია მას ინფორმაცია მიაწოდოს. ასევე, ცვლილებებით დგინდება მომხმარებლის როუმინგში ყოფნის დროს გაწეულ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვის წესი, რომლის თანახმად, მომხმარებელს მომსახურების საფასური უნდა დაერიცხოს უშუალოდ გაწეული მომსახურებისთვის.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ მოქმედი რეგლამენტის გაუმჯობესების მიზნით კომუნიკაციების კომისია ევროპელ ექსპერტებთან და ოპერატორებთან ერთად, ევროპული პრაქტიკისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით რამდენიმე თვე მუშაობდა. ახალი რეგულაციები 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება. ამასთან კომისია მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, ტელეკომ ოპერატორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა