logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველო გაეროს სურსათის სისტემების სამიტისთვის ემზადება
საქართველო გაეროს სურსათის სისტემების სამიტისთვის ემზადება
14:20 20.04.2021
2021 წლის სექტემბერში, გაეროს სურსათის სისტემების სამიტი გაიმართება. ღონისძიებისთვის მოსამზადებელ საკითხებში საქართველოს მთავრობას დახმარებას გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი გაეროს სააგენტოები, მათ შორის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). სამიტისთვის მოსამზადებელი პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ესწრებოდნენ.

„COVID-19-ის პანდემიამ, მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოც, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა. ამ ფონზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სასურსათო უსაფრთხოების საკითხის გაეროს გენერალური მდივნის პირად კონტროლზე აყვანა და გლობალური სურსათის სისტემების სამიტის დაგეგმვა. საქართველო, როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთვება სამიტის მუშაობაში და არსებული გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

როგორც გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა აღნიშნა, გაერთიანებული ძალებით, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, თუ როგორ გარდავქმნათ მსოფლიო სასურსათო სისტემები.

„დავფიქრდეთ, თუ როგორ მივიღოთ უფრო ჯანსაღი, მდგრადი და სამართლიანი სასურსათო სისტემები. ჩვენი დიალოგი დასახავს საქართველოს გზას ამ მიზნების მიღწევაში. სამიტის მონაწილე ყველა ქვეყანამ უნდა მოამზადოს რეკომენდაციები მსოფლიოში მდგრადი სასურსათო სისტემების დანერგვისთვის“, - განცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა.

ონლაინ ფორმატში გამართულ პირველ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, FAO-ს და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

გაეროს სურსათის სისტემების სამიტი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა, რომელსაც მიმდინარე წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური მდივანი უმასპინძლებს. სამიტამდე, გაეროს წევრმა ქვეყნებმა უნდა წარმართონ მოსამზადებელი დიალოგი, რომლის ფარგლებში, მომზადდება რეკომენდაციები ქვეყნებისთვის მდგრადი სურსათის სისტემების მისაღწევად. ქვეყნებმა რეკომენდაციები სამიტის წინ, მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა წარადგინონ. სამიტის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლები, მეცნიერები, ბიზნესმენები, გარემოსდამცველები, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები და სხვა მონაწილეები იმსჯელებენ გლობალური სასურსათო სისტემების ტრანსფორმაციაზე, რათა გარემოზე ნაკლები ზიანის მიყენებით წარმოებული ჯანსაღი საკვები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს და 2030 წლისთვის, მდგრადი სურსათის სისტემების არსებობა მსოფლიოში რეალობად იქცეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა