logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ობიექტივმა“ „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს უჩივლა“
„ობიექტივმა“ „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს უჩივლა“
21:38 21.09.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე ტელეკომპანია „ობიექტივის“ ორი საჩივარი განიხილა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების – სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ წინააღმდეგ.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ტელეკომპანია „ობიექტივი“ „კავკასუს ონლაინს“ და „სილქნეტს“ საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-17 ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა, კერძოდ საკაბელო ოპერატორებს „ობიექტივი“ საკუთარ საკაბელო ქსელებში დღემდე არ ყავდა ჩასმული.

ტელეკომპანია კომისიისგან რეაგირებას ითხოვდა, რის გამოც კომისიას 2012 წლის 20 სექტემებრს მიმართა. კომისაიმ ტელეკომპანია „ობიექტივის“ განცხადება 48 საათის განმავლობაში განიხილა.

კომუნიკაციების კომისის ინფორმაციით, სხდომაზე ყველა დაინტერესებული მხარე იყო და მათ საშუალება ჰქონდათ საკუთარი არგუმენტები წარედგინათ.

მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული ორი კომპანიის, „სილქნეტის“ და „კავკასუს ონლაინის“, წარმომადგენლების განცხადებით, მათ ჰქონდათ ტელეკომპანია „ობიექტივთან“, როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი კომუნიკაცია და ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეს, რომ ზემოთ ხსენებული საკაბელო ოპერატორების საკაბელო ქსელების ჩართვის წერტილებამდე სიგნალის მიტანა და სიგნალის მიმღები აპარატურის შეძენა ტელეკომპანია „ობიეტივს“ თავად უნდა უზრუნველეყო.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ წარმომადგენელის განცხადებით, რადგან სხვა საკაბელო ოპერატორებმა დამატებითი აპარატურის მოთხოვნის გარეშე ტელეკომპანია „ობიექტივი“ თავიანთ საკაბელო ქსელებში ჩართეს, მათ ჩათვალეს რომ ტექნიკური ხასიათის პრობლემები „სილქნეტს“ და „კავკასუს ონლაინს“ არხის საკუთარ საკაბელო ქსელებში ჩასასმელად თავად უნდა გადაეწყვიტათ. თუმცა, საჯარო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ტელეკომპანია „ობიეტივი“ უზრუნველყოფს საკუთარი სამაუწყებლო არხის სიგნალი მიტანას „კავკასუს ონლაინის“ და „სილქნეტის“ ჩართვის წერტილებამდე და ასევე, შეიძენს ამ სიგნალის მიმღებ აპარატურას, ტელეკომპანია „ობიეტივი“ დღესვე ჩაირთვება.

აქედან გამომდინარე, კომისიამ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „ობიექტივის“ მოთხოვნა სს „სილქნეტის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ სანქცირებასთან დაკავშირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა