აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად
დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
,,32 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან, ეს არის უმძიმესი დღე ამ კუთხის იტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს ადამიანები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.
სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.
დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.