ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესო აქციას სპორტსმენები შეუერთდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზურაბ რურუამ განუცხადა, ისინი აქციაზე პატიმართა მიმართ სოლიდარობის დასაფიქისრებლად მივიდნენ.
მისი თქმით, პატიმართა მიმართ ძალადობის ფაქტები აღარასოდეს უნდა განმეორდეს.
რურუას განცხადებით, მსგავსი ფაქტების დასაგმობად აქციაზე ყველა უნდა მივიდეს და ქართველი ხალხის გვერდით დადგეს.
წყალბურთელებთან ერთად, აქციას რაგბისტებიც შეუერთდნენ. ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად დაიშლებიან.

















