შუახევის სოფელ ბარათაულში ხანძრის შედეგად სამი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
გვიან ღამით ცეცხლი ერთ-ერთ ხის სახლს მოედო, რომელიც მალევე გვერდით მდებარე ორ სახლსა და დამხმარე ნაგებობებზე გავრცელდა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ყველა შენობა სრულად დაიწვა და ხანძარს 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა.
სახლში მცხოვრებლებმა გამოსვლა დროულად მოასწრეს, ისინი არ დაშავებულან თუმცა ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს.