ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მელიქიშვილის გამზირის სავალ ნაწილზე სხედან და კოსტავას ქუჩის გადაკეტვასაც აპირებენ.
ფილარმონიასთან უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ახალგაზრდებიც შეუერთდნენ.
ისინი დიდ საკონცერტო დარბაზთან ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. მანამდე კი, თბილისის იუსტიციის სახლთან იმყოფებოდნენ, რომელიც დაახლოებით ორი საათის წინ პრეზიდენტმა გახსნა. აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

















