დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, სოფელი ზურგოვანის, ჭავჭავაძის გამზირის, იონა მეუნარგიას, ზაზიშვილის, ზაქრაძის, თამარაშვილის, მუხათგვერდის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, ხიზაბავრის, ვასაძის, ხიზანიშვილის, შეშელიძის და ვეკუას ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ბერიძის, ჭიჭინაძის, ანდრია გუგუშვილის, ჩიტაძის, ცოტნე დადიანის, ჯავის, რიონჰესის, ზედაზენის, მექანიზაციის, იმერეთის, ბენდელიანის, სააკაძის და ქსნის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს II, IV,V მიკრორაიონების, აეროპორტის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის, ფერმწერთა და ვარაზის ქუჩების მოსახლეობა, 10:00 საათიდან 16:00 სოფელი დიღმის, ასმათის და დავარის ქუჩების მოსახლეობა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების I მიკრორაიონის, ილია სუხიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე კი წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, უჯარმის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობა.