logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა
კობა კობალაძე ხელვაჩაურში, შუახევსა და ხულოში იმყოფებოდა
15:24 14.04.2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამუშაო შეხვედრა ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მაღალმთიან აჭარაში შეხვედრებს ადგილობრივი ვეტერანებიც დაესწრნენ. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს მათ რაიონში მცხოვრებ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ადამიანებზე, რომლებსაც მიმდინარე პერიოდისთვის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანის სტატუსი არ მინიჭებიათ და ასევე, სურვილი გამოთქვეს, რომ მათ რაიონში მოქმედი სამედიცინო მომსახურების სერვისი გაუმჯობესდეს.

კობა კობალაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ომარ ტაკიძესა და ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძეს, მადლობა გადაუხადა ვეტერანების თანადგომისა და მათთვის აუცილებელი პროგრამების განხორციელებისთვის. სამუშაო შეხვედრებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრეჩველი, ვლადიმერ იმნაძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი დავითაძე და შუახევის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, ესწრებოდნენ.

სამსახურის დირექტორმა, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებ მუსლიმ ვეტერანებს, რამადან-ბაირამის დაწყება მიულოცა. კობა კობალაძე, ვეტერანებს ესაუბრა სამსახურის გეგმებზე, პროექტებსა და სამომავლოდ განსახორციელებლ პროგრამებზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას. შეხვედრის ბოლოს, სამსახურის დირექტრომა, ხულოს მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ''ვეტერანთა კლუბი'' მოინახულა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა