საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თითოეული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით სტაციონარში გადის მკურნალობას, არის გაცილებით მძიმე ფორმის მატარებელი და ასევე ინფიცირებულთა ასაკი გაახალგაზრდავებულია.
„ჩვენ გვაქვს ინფიცირების ნახტომისებრი ზრდა. დღესდღეისობით ჩვენს ქვეყანაში გვყავს 8000-მდე ინფიცირებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამედიცინო სექტორი ჩვენ უკვე გარკვეულ იმპულსებს გვაძლევს იმის თაობაზე, რომ თითოეული ინფიცირებული მოქალაქე, რომელიც დღესდღეობით სტაციონარში გადის მკურნალობას, არის გაცილებით უფრო მძიმე ფორმის მატარებელი ვიდრე ეს პირველ ტალღაზე და ასევე მეორე ტალღაზე იყო. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თვითონ ინფექციის გავრცელების კუთხით, ფოსპიტალში მოხვედრილი პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავებულია“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.