ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე , კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ საჭირო ღონისძიებების განხორციელებაზე და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
წარმომადგენლემა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ,ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.